
ანგარიშების აწყობა
როცა ობიექტი ახალი გახსნილია ან ჯერ არ აქვს ანგარიშები
როდესაც ობიექტი ახლა იხსნება ან არ აქვს ანგარიშები პლათფორმებზე, ასეთ ფროს მნიშვნელოვანია სწორად და პროფესიონალის მიერ იყოს აწყობილი თითოეული ანგარიში. ვინაიდან პლათფორმების უდიდესი ნაწილი ავტომატურად ადგენს ცუდად აწყობილ ანგარიშებს და უშლის მათ ხელს მოწინავე პოზიეცებზე გასვლას.
აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ის არის პრობლემა რომ შეიძლება არასწორად აწყობილმა ანგარიშმა სტუმარი შეიყვანოს შეცდომაში და დაბალი შეფასება დააწერინოს, ასევე ალგორითმმაც შესაძლოა ის უკანა პოზიციებზე დატოვოს და არ წაწიოს წინ, შედეგად ობიექტის ანგარიში იქნება ნაკლებად ხილვადი, ხარვეზული და ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირე იქნება.
თუმცა, ჰოსპია გთავაზობს გამოსავალს, ააწყობინო ანგარიშები პროფესიონალებს, ისინი ზუსტად შენს ობიექტზე იქნება მორგებული და შენს საჭიროებებზე იქნება გათვლილი. ჩვენ რა თქმა უნდა ასევე მოგცემთ ყველა საჭირო რეკომენდაციას რათა დამოუკიდებლად შეძლო შემდგომ ანგარიშის მართვა
ჩვენ არა მხოლოდ ვაწყობთ ანგარიშებს — ჩვენ საფუძველს ვუყრით მომგებიან ბიზნესებს გრძელვადიან პერიოდში!

ანგარიშების ოპტიმიზაცია
როცა უკვე გაქვს ანგარიში
როდესაც თქვენ უკვე გაქვთ ძველი აწყობილი ანგარიში, ხშირად მისი წაშლა და ახლიდან აწყობა ეწინააღმდეგება პლათფორმების პოლიტიკას. ხოლო თუ მაინც შექმნით შესაძლოა ობიექტი საერთოდ დაგებლოკოთ.
ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებელი გამოსავალია უკვე არსებული ოპტიმიზაცია და გასწორება. ამის სრულყოფილად გასაკეთებლად კი საჭიროა ჰოსპიას ოპტიმიზაციის სერვისი.
ჰოსპია, სწრაფად და ოპერატიულად შეასწორებს ყველა ხარვეზს და მისცემს ანგარიშს მეორე სიცოცხლეს, შედეგად ანგარიში დაიწყებს ისევ ჯავშნების მოზიდვას და პოზიციების ამაღლებას საძიებო სისტემაში.
ჩვენ 100 – ბით ოპტიმიზაცია გვაქვს გაკეთებული და ვიცით რაც ჭირდება შენს ანგარიშებს იმისთვის რომ შეძლონ ჯავშნების მოზიდვა
ანგარიშების ოპტიმიზაცია — მეორე სიცოცხლე!

ტრეინინგი
როდესაც გინდათ მიიღოთ სრულფასოვანი ცოდნა
მართალია ჩვენი სერვისები ისედაც მოიცავს საბაზისო კონსულტაციას და რეკომენდაციებს, თუმცა ხშირია შემთხვევები როდესაც ობიექტების მეპატრონეებს ეს არ აკმაყოფილებს და სურთ სრულყოფილად იცოდნენ როგორ მართონ პლათფორმები და რას აკეთებს თითოეული ღილაკი ამა თუ იმ პლათფორმაზე.
ასეთ დროს ისინი სარგებლობენ ჩვენი ტრეინინგის სერვისით, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი სასურველი პლათფორმის შესახებ შეგვიძლია ჩავატაროთ ტრეინინგი ონლაინ ან ადგილზე მისვლით. აქ ვსაუბრობთ და ვხსნით თითოეული პლათფორმის მუშაობის პრინციპებს და გაჩვენებთ რას აკეთებს თითოეული ღილაკი და როდის გჭირდებათ ამა თუ იმ ფუნქციის გამოყენება
ჩვენი ტრეინინგები გადმოგცემთ შეუფასებელ ცოდნას რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებთ თქვენს საქმიანობაში.
ხომ იცი, ცოდნას ვერავინ წაგართმევს – ეს შეუფასებელია!

გუგლის ბიზნეს პროფილი
რათა უფრო ხილვადი იყოს ობიეექტი გუგლის საძიებო სისტემაში
გამართული გუგლის ბიზნეს პროფილი, სადაც მითითებული იქნება ბუქინგის ან რომელიმე პლათფორმის ანგარიშის ბმული – ეს არის დამატებითი ხელშემწყობი თქვენი ობიექტის წარმატებული მუშაობისთვის.
რადგან გუგლის საძიებო სისტემა წარმოადგენს წამყვან საძიებო სისტემას ინტერნეტ სივრცეში ორმაგად მნიშვნელოვანია მისი გამართვა, ისევე როგორც მნიშვნელოვანია გუგლის რუკაზე მითითებული იყოს თქვენი ობიექტის არსებობის შესახებ ინფორმაცია
ჰოსპია აგიწყობთ გუგლის პროფილს ან უკვე არსებულს გაგისწორებთ
გუგლის ბიზნეს პროფილი – მეტი ხილვადობისთვის!